ექსკლუზივი: ნათია თურნავას მოადგილედ გურამ გურამიშვილი ინიშნება


ავტორი
Front News საქართველო
Front news_copy International-ის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მოადგილედ სს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორი გურამ გურამიშვილი ინიშნება.
გურამ გურამიშვილი სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს, ის "საქართველოს რკინიგზაში" 1995 წლიდან, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.
ნათია თურნავას ამჟამად 5 მოადგილე ჰყავს. მინისტრის კიდევ ერთი უკვე ყოფილი მოადგილე აკაკი საღირაშვილი მიმდინარე წლის იანვარში იუსტიციის სამინისტროში, ასევე მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს