Logo

“ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით”

საზოგადოება
437
Frontnews image description

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების თაობაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე, როგორ მოხდება ჩვენს ქვეყანაში ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება, „ასტრაზენეკაზე“ მაქვს საუბარი.

სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ არის მძიმე გევრდითი რეაქცია,ამ შემთხვევაში მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა და მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოკვლევა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ დადგინდება. თუმცა, მინდა, აღვნიშნო, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია უკვე აქვს დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში. 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი, ანუ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. ამ შემთხვევაში ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რასთან გვაქვს საქმე. ანაფილაქსია ეს, თუ სხვა გვერდითი რეაქცია, ამას შეისწავლიან ექპსერტები, მაგრამ ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიის ტიპის გვერდითი მოვლენა. ანაფილაქსიის გამო არც ერთ ქვეყანას ვაქცინაცია არ შეუჩერებია, მაგრამ ექსპერტების დასკვნას დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თაგები:

Advertisement