Logo

ერაყში აშშ-ის საკონსულოს მისამართით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

მსოფლიო
1255
Frontnews image description

ერაყში აშშ-ის საკონსულოს მისამართით რამდენიმე რაკეტა ისროლეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა საჰაერო დარტყმა.

 

ერბილის გუბერნატორის თქმით, ჯერ უცნობია, სამიზნე ამერიკის საკონსულო იყო თუ ქალაქის აეროპორტი.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს 5 აფეთქება გაისმა.

 

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ამასთან, ირანული მედია წერს, რომ სარაკეტო თავდასხმა შეიძლება იყოს შურისძიება ისრაელის საჰაერო ძალების მიერ გასულ კვირას სირიაში ორი ირანელი ოფიცრის – ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის  მცველების მკვლელობისთვის.

თაგები:

ერაყი
Advertisement