ერდოღანი ლვოვში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
ერდოღანი უკვე ლვოვში იმყოფება, სადაც უკრაინის პრეზიდენტს და გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.
პოლონეთის საერთაშორისო აეროპორტში ერდოღანმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა პოლონეთის რეგიონის გუბერნატორთან რადოსლავ ვიატრასთან და თურქეთის ელჩთან ვარშავაში ჩენგიზ კამილ ფირატთან. ამის შემდეგ კი თურქეთის ლიდერი ლვოვში გაემგზავრა.
დღეს ლვოვში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შორის.
სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ერდოღანი, ზელენსკი და გუტიერეში ისაუბრებენ ომის დასრულების გზებზე, ასევე „მარცვლეულის დერეფნებზე“.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი ზელენსკის პუტინთან პირისპირ შეხვედრის ორგანიზებასაც შესთავაზებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს