Logo

ერდოღანი ტრამპთან უკრაინის ომთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გამართავს

მსოფლიო
132
Frontnews image description

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს, 5 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ლიდერები სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს განიხილავენ.

ერდოღანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი ორშაბათს საღამოსაა დაგეგმილი.

მან განმარტა, რომ მოლაპარაკებები მოიცავს როგორც რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

"ორშაბათს საღამოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბატონ ტრამპთან კიდევ ერთხელ გვექნება საუბარი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული საკითხი, ასევე პალესტინაში არსებული ვითარება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები