Logo

ერდოღანი - თურქეთი მზადაა, ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში

უკრაინა
233
Frontnews image description

ალასკაში ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს.

მისი განცხადებით, თურქეთი მზადაა, მშვიდობის დამყარებაში ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს.

"აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ პუტინს შორის ალასკაში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა. ჩვენ მივესალმებით ალასკის სამიტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი პროცესი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას.

თურქეთი მზადაა, ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში“, – წერს ერდოღანი.

Advertisement