ერმაკი – გგონიათ, რომ გავჩერდებით? ყოველ დარტყმაზე პასუხი იქნება მკაცრი


ავტორი
Front News საქართველო
მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინელებს არ შეაშინებს, ყოველ დარტყმაზე იქნება მკაცრი პასუხი, – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
“რუსები – სამარცხვინო დამარცხებულები არიან. ფიქრობთ, შეგვაშინებთ? ფიქრობთ, რომ უკრაინელებს ბუნკერის არაადეკვატური მშიშრების ტერორის ეშინიათ? გგონიათ, რომ გავჩერდებით? არა, ყოველ დარტყმაზე პასუხი იქნება მკაცრი. თქვენ პასუხს აგებთ თითოეულ სიკვდილსა და ტანჯვაზე და არა მარტო თქვენ. რუსების მთელი თაობა აგებს პასუხს”, – წერს ერმაკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ წინსვლას და გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინაში იარაღით მოდის.
“ეს დარტყმები კიდევ უფრო გვაბრაზებს. ეს დარტყმები მხოლოდ აჩქარებს ჩვენს წინსვლას. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მხოლოდ ვბრაზდებით და უფრო ზუსტები ვხდებით”, – აღნიშნა ერმაკმა.
10 ოქტომბერს, დილით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მასიური თავდასხმა განხორციელდა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა არაერთ ქალაქზე, მათ შორის კიევზე, ლვოვზე, ხმელნიცკზე, ტერნოპოლსა და ჟიტომირზე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს