ერმაკი – მეტი მონდომებაა საჭირო მტრის ერთობლივად დასასრულებლად


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანის შესახებ რუსეთისადმი მოწოდება საკმარისი არ არის, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთის ფედერაციას მხოლოდ ძალის ენა ესმის.
“G7-მა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით”, – განაცხადა ერმაკმა.
მისივე თქმით, ეს ომი აჩვენებს, რომ მტერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის ქვეშ უკან იხევს და მისი ეკონომიკა სისტემური სანქციების გამო ნადგურდება.
“მეტი მონდომებაა საჭირო მტრის ერთობლივად დასასრულებლად, რადგან ტერორისტებთან არაფერი მუშაობს”, – აღნიშნა ერმაკმა.
თაგები:
ანდრეი ერმაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს