ერმაკი – ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, 2023 წლის გაზაფხულზე ომის დასრულების პროგნოზები “ჟღერს როგორც ოცნება”.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვოლოდიმირ გავრილოვის განცხადებების ერმაკმა განაცხადა, რომ ომის დასრულება მის მიერ გამოცხადებულ ვადებში ძნელად შესაძლებელი იქნება.
“უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა ჟღერს, როგორც ოცნება. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა მე უფრო რეალისტი ვიქნები”, – განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინამ წარმატებას მიაღწია ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით, მაგრამ ომი გრძელდება.
“არ ვარ მზად დავასახელო ზუსტი დღე და დრო, როდის გავიმარჯვებთ. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება… ყოველდღე, ყოველ წუთს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება პარტნიორებთან ერთად, რაც შეიძლება მალე მოვიდეს”, – განაცხადა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უარყოფითი პროგნოზებისა, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ისმოდა, ახლა მსოფლიოში ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ყირიმს წლის ბოლომდე დაიბრუნებენ, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
თაგები:
ანდრეი ერმაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს