ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს


ავტორი
Front News საქართველო
კრწანისის სამხედრო ბაზაზე ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების რეზერვისტების სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სწავლების პროცესში მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებმა მადლობის სიგელები მიიღეს.
ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რეზერვისტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები დაკომპლექტებულია თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონების მოქალაქეებით. ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, ტრადიციულად, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.
4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.
თაგები:
ფიცის დადება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს