ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში "კადეტთა საერთაშორისო კვირეულზე" იმყოფებოდნენ


ავტორი
Front News საქართველო
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ლექსო კუპატაძე და გიგა ზუმბულიძე ბუდაპეშტში, უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ "კადეტთა საერთაშორისო კვირეულზე“ იმყოფებოდნენ.
"სამხედრო ხასიათის აქტივობებმა, რომლებიც კვირეულის განმავლობაში ჩატარდა, ხელი შეუწყო მონაწილეთა პრაქტიკული გამოცდილების გამდიდრებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ადგილობრივი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ საჰაერო ტრანსპორტის მართვის სიმულაციებში. ღონისძიების ფარგლებში იუნკერებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ უნგრეთის სამხედრო შეიარაღებასა და ტექნიკას.
კადეტთა კვირეული მიზნად ისახავს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებას, არამედ პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სამომავლო პროფესიული კავშირების დამყარებას", - აცხადებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს