Logo

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება

სამხედრო
13.03.2025 / 14:26
Frontnews image description

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 20 მარტს აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 5 მარტის 10:00 საათიდან – 2 აპრილის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2025 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index

☑️ ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

✔️ თავდაცვა და უსაფრთხოება

✔️ სამართალი

✔️ მენეჯმენტი

✔️ ინფორმატიკა

✔️ საავიაციო ინჟინერია

✔️ მექანიკის ინჟინერია

აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.

მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე https://eta.edu.ge/ge ან დაუკავშირდით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს +995 599 218 082

ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას!

Advertisement