ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი საქართველოს თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავს
სამხედრო
30.04.2025 / 14:58


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე საქართველოს თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“ღრმა პატივისცემით ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს – ეს არის თითოეული ქართველი ოფიცრის, სერჟანტის, ჯარისკაცის, სამოქალაქო პირის და ვეტერანის სამშობლოსადმი ღვაწლის დაფასების დღე.
ეს არის დღე, როდესაც პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, ვინც ემსახურება და ემსახურებოდა საქართველოს — ღირსებით, თავდადებით და პროფესიონალიზმით”, – აღნიშნულია აკადემიის რექტორის მილოცვაში.
თაგები:
მამია ბალახაძე