ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებული იუნკერები დააჯილდოვეს

ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ იუნკერებს, რომლებმაც პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს, 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ წარჩინებულ იუნკერებს – ნუგზარ ქვარიანს, ამირან არბოლიშვილს, ლუკა ბარძემიშვილს, ვერიკო თორდიას, მარიამ ელიკაშვილსა და ნიკო ფილიშვილს საპატიო სიგელები, მათ მშობლებს კი, საპატიო დაფები გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინიციატივითა და მინისტრის მხარდაჭერით, 2020 წლის 23 დეკემბერს დამტკიცდა სტიპენდიის მიღების ახალი კრიტერიუმები, სადაც მინიმალური სტიპენდია ყველა იუნკერისთვის 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ახალი ბრძანების თანახმად, წარჩინებული იუნკერების სტიპენდია აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 300, 400 და 500 ლარს შეადგენს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


