“ერთ მხარეს არის ევროპარლამენტარების პიროვნული თავდებობა და მეორე მხარეს 40 000 ლარი გარანტია”


ავტორი
Front News საქართველო
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თავდებობა ევროპარლამენტარების მხრიდან შეთანხმებას არ ეწინააღმდეგება და ამ შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისია.
"დაახლოებით 5 ევროპარლამენტარი მზადყოფნას აცხადებს, რომ მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ, დადგნენ თავდებებად პროკურატურის და სასამართლოს წინაშე. ეს შეთანხმებას არ ეწინააღმდეგება. ეს შეთანხმება არის ჩარჩო შეთანხმება. თუ ყურადღებით წავიკითხვათ, იქ წერია: "ამნისტია და სხვა ნაბიჯები, რომელიც დააყენებს ტოლფასს შედეგს". ტოლფასი რა არის? – ადამიანის გათავისუფლება ხომ? შეთანხმებისგან არანაირი გადახვევა აქ არ არის. ამიტომ, მინდა მოვუწოდო "ქართული ოცნების" სპიკერებს, რომ შეხედონ ვითარებას. როცა ვლაპარაკობთ თავდებობის მოცულობაზე, ერთ მხარეს არის ევროპარლამენტარების პიროვნული თავდებობა და მეორე მხარეს 40 000 ლარი გარანტია. რომელი უფრო ფასიანი გარანტიაა? როდესაც დავბრუნდებით ბრიუსელიდან, მზად ვართ შევხდეთ "ქართულ ოცნებას" იგივე ფასილიტატორებთან ერთად და ვისაუბროთ ამ მიდგომაზე", – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს