“ერთადერთი ადამიანია ის ბრალდებული, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული, გადაწყვიტოს თავისი ბედი”


ავტორი
Front News საქართველო
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსის შემთხვევაში, არამედ ზოგადად, ნებისმიერი სხვა საქმის შემთხვევაში, მხოლოდ ბრალდებულზეა დამოკიდებული, დამძიმდება თუ არა აღკვეთის ღონისძიება.
"მსოფლიოში რამდენიმე მილიონი ბრალდებული ელოდება გადაწყვეტილებას, თუ ისინი გირაოს პირობებს დააკმაყოფილებენ, არ უმძიმებენ აღკვეთის ღონისძიებას, თუ არ დააკმაყოფილებენ – უმძიმებენ. გამონაკლისები არ არსებობს მსოფლიოში.
ჩემი საქმე არ არის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რაიმე მოწოდებები გავაკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პირზეც კი შემიძლია ვთქვა, რომ მასზეა დამოკიდებული, არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე, არც, მითუმეტეს – პოლიტიკაზე. ერთადერთი ადამიანია ის ბრალდებული, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული, გადაწყვიტოს თავისი ბედი, ამისი უფლებამოსილება მას გააჩნია. ის უზრუნველყოფს დაუმძიმდეს აღკვეთის ღონისძიება თუ არა, მხოლოდ ის არის ამისი გადამწყვეტი სუბიექტი და სხვას არავის არაფერი უნდა დააბრალოს, არც ერთმა ბრალდებულმა მსოფლიოში, არა მხოლოდ ამ კონკრეტულმა ადამიანმა", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა