“ერთჯერადად შესვლა არაფრის მომტანი არ არის, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ”


ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში ერთჯერადად, უბარიერო პროპორციული სისტემისთვის შესვლას მისი პარტია მხარს არ დაუჭერს.
"ფორმულას" ეთერში ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია, ერთი მხრივ იყო ბოიკოტში და მეორე მხრივ შეხვიდე რამდენიმე დღით პარლამენტში.
"აქ, ჩვენ კოსმეტიკური ცვლილებები ვერ გვიშველის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები. არანაირი 2024 წლისთვის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ეს უბარიერო იქნება თუ ა.შ., არ იქნება სიკეთის მომტანი.
ჩემი და "ლელოს" პოზიცია არის, რომ ერთჯერადად შესვლა არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების აზრს პატივს ვცემთ. გაუგებარია, ერთის მხრივ იყო ბოიკოტში და მეორეს მხრივ შეხვიდე რამდენიმე დღით პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ხვალ შეიძლება კიდევ რაღაცისთვის დაგიძახონ და აქ, ჩვენ, მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები ვართ მყარ პოზიციაზე", – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით, თუ "ქართული ოცნება" ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს