“ერთობა იქნება იქამდე, ვიდრე არ გამოვა ბოლო პოლიტიკური პატიმარი ციხიდან და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს”


ავტორი
Front News საქართველო
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობამ პირველი ნაყოფი უკვე გამოიყო, შესაბამისად, ბრძოლა გრძელდება, სანამ ქვეყანას მწვავე კრიზისიდან არ გამოიყვანენ.
"ჩვენ ექვსი თვის წინ დავიწყეთ ბრძოლა ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და ამან გაგვაერთიანა განსხვავებული პარტიები, ეს არის უნიკალური შემთხვევა ქართულ ისტორიაში. შეიქმნა ერთობა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას დავუბრუნოთ მომავალი. ეს ერთობა იქნება მანამ, სანამ არ გამოვა ბოლო პოლიტიკური პატიმარი ციხიდან, სანამ პოლიტიკური დევნის ნიშნით აღძრული ყველა საქმე არ შეწყდება, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს. ეს ერთობა იქნება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ჩვენი ბრძოლა იღებს ნელ-ნელა ნაყოფს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის გამორჩეული თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობით, თავისი უნარებით. ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია დაეყრდნონ და რომელიც აუცილებლად შეიყვანს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროპულ ოჯახში", – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს