“ეს არ არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს ეკლესია დაიქცევა, ამას ვერ შეძლებენ ერთი მუჭა სასულიერო პირები”


ავტორი
Front News საქართველო
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა ხონის საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მეუფე სტეფანეს თანადგომა გამოუცხადა.
მეუფე საბას თქმით, როგორც არ უნდა ეცადონ, საქართველოს ეკლესია არ დაიქცევა, რადგან მას ისეთი წინამძღოლი ჰყავს, როგორც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
"როდესაც დავბრუნდით კვლავ ეკლესიის წიაღში, კიდევ უფრო მეტად წარმოუდგენელი იყო თუ ვინმე ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიის დასარბევად და დასახლეჩად, საკუთარი იდეების თუ შეხედულებების განსახორციელებლად, პატრიარქს, მღვდელმთავრებს, ეკლესიას, დაუწყებდა ლანძღვას, გინებას, დევნას და მუშტი-კრივს გამართავდნენ ეკლესიის წიაში, მაგრამ ამასაც მოვესწარით, თუმცა ვიტყვი დარწმუნებით, ეს არ არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს ეკლესია დაიქცევა, ამას ვერ შეძლებენ ერთი მუჭა სასულიერო პირები და მათი მიმდევრები, როგორც არ უნდა იყვნენ დაფინანსებული და მომზადებული. იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავს წინამძღოლი, პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორიაში არის ოქროს ასოებით ჩაწერილი, მაშინ, როდესაც პატრიარქს უსამართლოდ ლანძღავენ, შეურაცხყოფენ, პატრიარქი ერთ სიტყვას არ ამბობს ამის შესახებ და თითქმის ჯვარზე გაკრული ლოცულობს მათთვის, დღესაც კი ლოცულობს იმისათვის, რომ პეტრე და მისი მიმდევრები უკან დაბრუნდნენ.
რამდენჯერ გააფრთხილეს ეს ადამიანები, დაისაჯნენ, განიკვეთენ, მაგრამ არ შეწყვიტეს, რას გავს ეს საქციელი?! იციან ამ ადამიანებმა ნება ღვთისა? ეს ადამიანებიც ვერ იშლიან იმ საქმეს, რითაც მოვიდნენ ეკლესიის წიაღში, ჩვენ ყველანი მოვდივართ ეკლესიის წიაღში ცოდვით, ყველანი ვინანიებთ, მაგრამ დგება მომენტი, როცა ადამიანი დგება საშიშროების წინაშე, კვლავ დაუბრუნდეს ძველ თვისებებს, ძველ ცხოვრების წესს, ეს არის გამოცდა ადამიანისა ღვთისგან, რომ თვითონ დაინახოს ადამიანმა რამდენად გათავისუფლდა იმ ძველისგან. ყველა ეკლესიაში არიან უვიცები და ესენი არიან ჭკვიანები? ზოგი საქართველოდან გაქცეული, ზოგი ვისთან შეკრული, ზოგი განხეთქილებაში მყოფი, ზოგმა რისთვის გაყიდა საქართველო და ეკლესია, რომ საკუთარი ცხოვრება აიწყოს და ჩვენ გვასწავლიან, თითქოს ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. მე არ ვიცი ამ წუთში რა ხდება მარტვილის ეპარქიაში, მე, ჩემი, სამღვდელოების და მრევლის სახელით კიდევ ერთხელ ვუცხადებ მეუფე სტეფანეს თანადგომას, მის ღირსეულ საქციელს, ის აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ უხარია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, ეს ადამიანები სხვა გადაწყვეტლებების გზას არ ტოვებენ.
ყველაფერი კარგად რომ დამთავრდეს და ჩვენ ღირსეულად შევხდეთ ქრისტეს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, მალე ესტუმრება კაცობრიობას მეორედ მოსვლის სახით, უნდა ვიყოთ ღირსეული ქრისტიანები, მოვუწოდებ ყველას, დიდს თუ პატარას, სასულიერო თუ საერო პირს, ღვთის ნების ცოდნაში გაიწაფეთ", – განაცხადა მეუფე საბამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს