Logo

“ეს არის ძალადობა და მოციქულთა 27-ე კანონით, ეს არის განკვეთა”

საზოგადოება
282
Frontnews image description

მამა ანდრია სარია გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მისი განცხადებით, მოციქულთა 27-ე კანონში წერია, რომ თუ სასულიერო პირი ძალადობს, თავს ესხმის ვინმეს და ფიზიკურად უსწორდება, ის ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. 

"არავითარ შემთხვევაში უფლება არ აქვს სასულიერო პირს, იძალადოს, თავს დაესხას, სცემოს. პირიქით, ჩვენ მტერიც უნდა გვიყვარდესო, ვამბობთ. ისინი ახალისებენ ამ გარტყმებს მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც, ფეხებქვეშ და შუაშიც, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თუ ამას არ შეწყვეტს საპატრიარქო, დღეს შეიძლება, წახალისებული იყოს პოლიტიკურადაც. 

მე ამოვიცანი ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ სასულიერო პირებს შორის, რა დონის ემოციაც არ უნდა მოჭარბდეს ადამიანში, ეს არის ძალადობა და მოციქულთა 27-ე კანონით, ეს არის განკვეთა. შესაბამისად, თუ ეკლესია არ გაატარებს მკაცრ ზომებს, ჩვენ მივიღებთ სახელად მოძალადეებს, სასულიერო პირების სახით"-აცხადებს მამა ანდრია სარია. 

ნასვამმა  სასულიერო პირებმა ფიზიკური დაზიანებები "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე, გუშინ მიაყენეს.
 

თაგები:

Advertisement