“ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან”

ავტორი
Front News საქართველო
ყველა რაუნდის შემდეგ ძირითადი პრობლემა იყო, რომ არ შეგვეძლო დეტალებზე საუბარი, დღეს უკვე დოკუმენტი არის ღია და ვფიქრობ, ამ დოკუმენტის ირგვლივ კიდევ გაგრძელდება შეკითხვები, – ამის შესახებ კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრის შემდეგ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
"რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს კომპრომისულ წინადადებებს სთავაზობდა, თუმცა ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არ იყო.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან. ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში, ასეთ ფორმატში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა გვაძლევდა იმედს, რომ ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის“, – განაცხადა სამნიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


