“ეს არის კიდევ ერთი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, მივაღწიოთ ისტორიულ შეთანხმებას”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ დღემდე ყველაფერი გააკეთა, რომ მიეღწიათ კომპრომისისთვის და შეთანხმება შემდგარიყო.
ამის შესახებ სამადაშვილმა კრისტიან დანიელსთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ყველას გვესმის, რომ ეს არის კიდევ ერთი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, მივაღწიოთ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან და ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოლოდინი. ოპოზიციამ დღემდე ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ მიგვეღწია კომპრომისისთვის და შეთანხმება შემდგარიყო. მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, სამწუხაროდ, ხელისუფლების პოზიციამ შეუძლებელი გახადა პროგრესი და რაიმე შეთანხმებაზე საუბარი. დღეს მოვედით პირველ რიგში იმისთვის, რომ მოვისმინოთ, როგორ განახლდა ხელისუფლების პოზიცია მას შემდეგ, რაც მათ ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირებისგან, რომ შეთანხმებას ელოდება როგორც ბრიუსელი, ასევე ვაშინგტონი. ამიტომ შეხვედრამდე მეტს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პუნქტი, რომელიც არის აღწერილი მიშელის მიერ დადებულ გეგმაში. ყველა ამ პუნქტზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს იმისთვის, რომ ვისაუბროთ შეთანხმების შესაძლებლობაზე. რა სივრცე არის შეთანხმებისთვის, ეს უკვე გამოჩნდება მედიატორთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.
არ ვაპირებ, ახლა, მედიატორთან შეხვედრის წინ საჯარო სივრცეში პასუხი გავცე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დღეს გაჟღერებულ გზავნილებს. სწორედ იმიტომ ვმონაწილეობთ მედიაციის პროცესში, რომ ველოდებით, მათ შორის მედიატორებისგან, შემოგვთავაზონ, როგორ ხედავენ ისინი შესაბამის განვითარებას შეთანხმების მიღწევის მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღევანდელი და არაერთი შეხვედრის შემდეგ. მოდით, ამ შეხვედრის წინ ნუ შევალთ დისტანციურ პოლემიკაში მმართველ გუნდთან. ჩვენი პოზიციები ცნობილია, რომ პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ, ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულების აღსრულება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა საბოლოოდ არის ვადამდელი არჩევნები. არსებობს სხვადასხვა გზა, მათ შორის, დიახ, კომპრომისული წინადადებები, რომელიც არაერთხელ დააყენა ოპოზიციამ, რათა მივიდეთ იმ წერტილამდე, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის საბოლოო განმუხტვა. შეხვედრამდე არ ვაპირებ, ვუპასუხო არც ბატონი კობახიძის და მმართველი გუნდის არც ერთი სხვა წარმომადგენლის საჯარო განცხადებებს, ჩვენ ველოდებით მედიატორისგან ინფორმაციას და შესაძლო შეთანხმების კონტურს.
მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო და ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენი გულწრფელი სურვილია, შეთანხმება შედგეს და ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ უმძიმესი კრიზისიდან შეთანხმების გზით, რადგან ეს სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს