Logo

“ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ”

საზოგადოება
22.01.2021 / 04:10
1182
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა. 

"ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტად, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ. ეს არის პირველ რიგში დამსახურება თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიასი, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, გია ქავთარაძის, ზურაბ ადეიშვილის და ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში. 

მისი თქმით, პირველი გამარჯვება მათ შუალედური ჰააგის სასამართლოში მოიპოვეს, რომელიც შემდეგ წულუკიანის მცდელობით მეორე ეტაპზე დაკარგეს.

თაგები:

Advertisement