Logo

“ეს არის მორიგი ნაბიჯი უკრაინის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებაში”

უკრაინა
15.01.2019 / 17:30
Frontnews image description

თბილისი: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული, მხოლოდ სასიხარულო შეიძლება იყოს, როგორც საქართველოსთვის, ასევე  პირადად მისთვის.

 

თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს  ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

 

“უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ შეიძლება, მივესალმოთ და გაგვიხარდეს. რაც შეეხება ავტოკეფალიისა და ეკლესიებს შორის საკითხებს, ეს თავად ეკლესიების საქმეა. შემიძლია, ჩემი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებაში. არ მგონია, რომ ბოკერიას ან ვინმეს მხრიდან ჭკუის სწავლება პასუხისმგებლიანი ქმედება იყოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თაგები:

Advertisement