Logo

“ეს არის მწვანე შუქი მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის”

საზოგადოება
1112
Frontnews image description

მოძრაობა "სირცხვილია" მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კრისტიან დანიელსონმა მხარეებს 20 ივნისის საქმის მონაწილეების, როგორც აქტივისტების, ისე სამართალდამცავების ამნისტიის ინიციატივით მიმართა და ამის შესახებ საუბარი მის მიერ წარდგენილ დოკუმენტში იყო. 

"მედიით ვრცელდება ინფორმაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდში წარმოდგენილი შეთანხმების პუნქტებზე, რომელთა შორის ამ პუნქტმა განსაკუთრებით მიიქცია ჩვენი ყურადღება და გვსურს გამოვეხმაუროთ:

"გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს."

აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია.

ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ. სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება.

უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია.

ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით. ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოცემა "პუბლიკა" აქვეყნებს იმ პუნქტებს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ "ოცნებისა" და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში წერია. 

– ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო;

– გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში;

– გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს;

– ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…

– შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი;

– პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება;

– გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით;
ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს  ოპოზიციის წარმომადგენელი.

თაგები:

Advertisement