Logo

“ეს არის მზაკვრული ჩანაფიქრი “ქართული ოცნების” და ახლა მაქსიმალურად შეეცდებიან ეს ჩანაფიქრი ბოლომდე გაიტანონ”

საზოგადოება
577
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ამნისტიის პროექტს აფასებს და აცხადებს, რომ აქ არსებული ჩანაწერების მიხედვით, ნიკა მელია ციხეში რჩება, 19-20 ივნისის ღამეში მონაწილე მოძალადე პირები კი გათავისუფლდებიან. 

"გამორიცხულია, პარლამენტში წარდგენილი "ქართული ოცნების" ეს უმძიმესი ინიციატივა საბოლოო ჯამში იყოს დამტკიცებული, რაც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ დიახ, ამ ჩანაწერის მიხედვით, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მივცეთ მას, ნიკა მელია რჩება ციხეში და ყველა დანარჩენი, მათ შორის, ისინი ვინც დანაშაულს სჩადიოდნენ 19-20 ივნისის ღამეს, გათავისუფლდნენ. ეს არის მზაკვრული ჩანაფიქრი "ქართული ოცნების", რომელიც ჩადებულია ამ ინიციატივაში და ახლა ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ეს ჩანაფიქრი ბოლომდე გაიტანონ", – აცხადებს უდუმაშვილი.

თაგები:

Advertisement