“ეს არის “ქართული ოცნებისთვის” მართლა გადარჩენის ბალიში”


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ამნისტია უფრო მეტად "ქართულ ოცნებას" სჭირდება, ვიდრე ნიკა მელიას.
"ნიკა მელიას საამნისტიო არაფერი არ სჭირს, მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც 20 ივნისს საქართველოს ღირსებას იცავდნენ. როგორც 26 მაისი, 7 ნოემბერი იყო მთავარი გამოწვევა და ამაზე აპელირებდა ოპოზიცია 2012 წელს, დღეს ასეთივეა 20 ივნისის ამბავი. ამიტომ, კარგად იციან, რომ ძალიან მძიმე შედეგები დადგება 20 ივნისთან დაკავშირებით. ეს არის "ქართული ოცნებისთვის" მართლა გადარჩენის ბალიში, იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე დაყრდნობით საკუთარ თავს აპატიებენ იმ დანაშაულს, რაც მათ ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს", – აცხადებს ჭიჭინაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს