“ეს არის ყოველგვარი მორალისაგან დაცლილი ადამიანის უსინდისო განცხადება”


ავტორი
Front News საქართველო
შეურაცხყოფა და მდაბიო ვაჭრობა – ასე აფასებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.
"ეს არის უზნეო გადაწყვეტილება, ეს არის ყოველგვარი მორალისაგან დაცლილი ადამიანის უსინდისო განცხადება. მრცხვენია, რომ ასეთ ადამიანს ქვია საქართველოს პრეზიდენტი. ადამიანი, რომელიც ასეთ მდაბიო ვაჭრობაში შედის. უარიც შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ ასეთი მდაბიო ვაჭრობა, რაც ამ ქალბატონმა გამართა, არის უბრალოდ ხალხის, ყველას შეურაცხყოფა", -განაცხადა უგულავამ.
სალომე ზურაბიშვილს პოლიტპატიმრების შეწყალების სანაცვლოდ საკუთარი პირობები აქვს. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს" – განაცხადა პრეზიდენტმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს