Logo

“ეს არის ტყუილი, როდესაც პირობით დათქმებს დაარქმევ სანქციებს”

საზოგადოება
943
Frontnews image description

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. 

მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა ჩვენი ქვეყნის მისამართით ევროკავშირის სანქციების დაწესებაზე საუბრობს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები დღეს, მთელი დღე წევენ თემას იმგვარად, რომ თითქოს ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. პირდაპირ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი: ეს არის ტყუილი, როდესაც პირობითობას, პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი ძალიან საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ ევროპარლამენტიდან, ამას დაარქმევ სანქციებს. ეს არის საზოგადოების მოტყუება და ეს არის ძალიან  ცუდი. ამას არ უნდა აკეთებდნენ", – განაცხადა მდინარაძემ.

თაგები:

Advertisement