"ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია" - სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართა.
მისი თქმით, ქვეყანა ახლა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას.
"ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. უკრაინაზე ზეწოლა ახლა ერთ-ერთი უმძიმესია. უკრაინა ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი – ყველაზე რთული დღემდე და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და რომ ჩვენ ვენდოთ მათ, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მან ამ ყველაფერს უპასუხა 2019 წლის 20 მაისს, უკრაინისადმი ერთგულების ფიცის დროს, როცა პირობა დადო, რომ დაიცავდა უკრაინას, მის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობას, მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებებს.
"და ყოველდღე, ყოველ სიტყვაში, მე ამ ფიცის ერთგული ვრჩები. მე არასდროს ვღალატობ მას. უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, ის არღვევს პროცესს და, რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. მან გაიხსენა, რომ უკრაინა ამჟამად არის "ერთადერთი ფარი", რომელიც ყოფს კომფორტულ ევროპულ ცხოვრებას რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის გეგმებისგან.
"უკრაინამ არ უნდა განიცადოს 24 თებერვლის დეჟავიუ, როდესაც თავს მარტოდ ვგრძნობდით. როდესაც ვერავინ შეაჩერებდა რუსეთს, გარდა ჩვენი გმირი ხალხისა, რომელიც კედელივით იდგა პუტინის არმიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინელები, უპირველეს ყოვლისა, ის ხალხია, რომლებიც აკავებენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
„ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზს ვაკონტროლებთ და ყოველ ღამე ჩვენი ხალხი იტანს დაბომბვას, სარაკეტო თავდასხმებს, ბალისტიკური რაკეტების დარტყმებს და შაჰიდის თავდასხმებს. ჩვენი ხალხი ყოველდღე კარგავს საყვარელ ადამიანებს და ჩვენს ხალხს ძალიან სურს ომის დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მოუწოდა, გაიხსენონ ომის პირველი დღე, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობამ უკრაინა აირჩია.
"მტერმა ვერ დაინახა ჩვენი ზურგი. მან დაინახა ჩვენი თვალები, სავსე მზადყოფნით, ებრძოლათ იმისთვის, რაც ჩვენია. ეს არის ღირსება. ეს არის თავისუფლება. და ეს ნამდვილად ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება დაემართოს რუსეთს - უკრაინელების ერთიანობის დანახვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების ახალი სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტისგან შედგება. ის ითვალისწინებს დონბასის ტერიტორიის ნაწილის რუსეთს გადაცემას უკრაინისა და ევროკავშირის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების სანაცვლოდ, არმიის რაოდენობის შემცირებას, შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე უარი და სხვა.
გეგმას უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები მომავალ კვირას განიხილავენ.
Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები დაემუქრა უკრაინას იარაღის მიწოდების შეწყვეტით და დაზვერვის გაზიარებით, რათა აიძულოს იგი ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას 27 ნოემბრამდე.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


