“ეს გუნდი იმსახურებს, ცალკე გრძელვადიანი მოლაპარაკებები ჰქონდეს ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან”

ავტორი
Front News საქართველო
ვთვლი, რომ თალაკვაძე, კობახიძე და ეს გუნდი იმსახურებენ, ცალკე გრძელვადიანი მოლაპარაკებები ჰქონდეთ ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"ჩვენ ნებისმიერი გამოსავლის მომხრე ვიყავით, რომელიც შედეგს მოიტანდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, კრიზისის განმუხტვის და ვადამდელი არჩევნების მიმართულებით, ოღონდ გონივრულობის და ქვეყნის ინტერესების ფარგლებში. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს აკრძალული ჰქონდათ იმაზე ფიქრი, როგორი შეიძლება იყოს რაიმე სახის კომპრომისი“, – განაცხადა ბოკერიამ.
ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აპირებს
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


