“ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიის და მთლიანად საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ”


ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, შემთხვევა დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
"ამა წლის 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად, ეპარქიის ყველა მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს წმინდა სინოდის განჩინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება. მესამე – მეუფე სტეფანეს სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკვანმა უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა, ამიტომაც შესაბამისი სასჯელი დაედოთ.
პროტესტის ნიშნად, მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, ასევე, გარკვეულმა საერო პირებმა, მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ ჩაეშალათ მეუფე სტეფანის მიერ მოწვეული საეკლესიო კრება. აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და 5 ადამიანის დაშავება. ამის გამო გამოვთქვამთ მწუხარებას.
ვაცხადებთ, რომ ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია მიმართული ამ ეპარქიის და მთლიანად საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. აქციაში მონაწილეთა ქცევა საერთოდ არ შეესაბამება მორწმუნეთა საქციელს და დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ უღირსობაზეა წამსვლელი. მათთვის კარგა ხანია აგრესია, სიცრუეს, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ახლა ძალმომრეობასაც არ ერიდებიან. ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ", – განაცხადა დეკანოზმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს