Logo

"ეს იყო მასობრივი ტერორი და ჩვენ ამას აღარ მოვითმენთ" - ტრამპი ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზნებს განმარტავს

მსოფლიო
372
Frontnews image description

შეერთებულმა შტატებმა ირანში სამხედრო კამპანია დაიწყო მოქმედი რეჟიმის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ოპერაციის ძირითადი მიზანი ამერიკელი ხალხისა და მოკავშირეების დაცვაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  კამპანიის დაწყების გადაწყვეტილება ირანის რეჟიმის მიერ წარმოქმნილი "გარდაუვალი საფრთხეების“ აღმოფხვრის აუცილებლობით იყო განპირობებული. ტრამპმა ქვეყნის ხელმძღვანელობას "სასტიკი ადამიანების ჯგუფი“ უწოდა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მის ჯარებს და მოკავშირეებს.

"მათი მუქარის შემცველი საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ჯარებს, ჩვენს ბაზებს საზღვარგარეთ და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი ირანის რეჟიმი სკანდირებდა "სიკვდილი ამერიკას" და მასობრივი მკვლელობების კამპანიას ახორციელებდა. მისი თქმით, თეირანი რეგულარულად ესხმოდა თავს ამერიკელ ჯარისკაცებს და უდანაშაულო ადამიანებს მრავალ ქვეყანაში.

"ეს იყო მასობრივი ტერორი და ჩვენ ამას აღარ მოვითმენთ", - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებაა.

"ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ,“ – აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ ირანის მთავრობა ათწლეულების განმავლობაში იყენებდა მტრულ რიტორიკას ვაშინგტონის წინააღმდეგ, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ამჟამინდელი სამხედრო რეაგირება.

"ჩვენი მიზანია დავიცვათ ამერიკელი ხალხი ირანის რეჟიმის, ძალიან სასტიკი, საშინელი ადამიანების ჯგუფის მიერ წარმოქმნილი უშუალო საფრთხეების აღმოფხვრით“, - განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა მოუწოდა ირანელ ხალხს, ოპერაციის დასრულების შემდეგ ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღონ.

"ეს, ალბათ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება თაობების განმავლობაში. წლების განმავლობაში თქვენ ამერიკას დახმარებას სთხოვდით, მაგრამ არასდროს მიგიღიათ“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა ირანელების მიმართვისას.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობები დიდი ხანია დაძაბულია ირანის ბირთვული პროგრამისა და ახლო აღმოსავლეთში რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერის გამო. აშშ-მა ადრე არაერთხელ დააწესა მკაცრი ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ, რათა შეეზღუდა მისი გავლენა რეგიონში.

28 თებერვლის დილით, ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ირანზე თავდასხმა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი ოპერაცია იყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები