Logo

“ეს კრიტიკული მომენტია საქართველოში დემოკრატიისთვის”

საზოგადოება
758
Frontnews image description

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მარკო მიჰკელსონი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია.

ესტონელი დეპუტატის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა მისწრაფებებთან, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ აქვს. ეს კრიტიკული მომენტია საქართველოში დემოკრატიისთვის“, – წერს „ტვიტერზე“ ესტონელი დეპუტატი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

თაგები:

Advertisement