Logo

“ეს პროვოკაცია ღიად არის მიმართული მინსკის შეთანხმების ჩაშლისკენ”

უკრაინა
01.09.2018 / 16:06
Frontnews image description

მოსკოვი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერის ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობა უკრაინის მხრიდან მინსკის შეთანხმების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

 

“ეს პროვოკაცია ღიად არის მიმართული მინსკის შეთანხმების ჩაშლისკენ, რომელსაც ოფიციალური კიევი ისედაც არ ასრულებდა“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

ცნობილი გახდა, რომ ზახარჩენკოზე თავდასხმის დროს ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან ერთად, კიდევ ერთი პირი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ის ალექსანდრ ზახარჩენკოს პირადი დაცვის წევრი იყო. ამასთან, აფეთქებისას დაშავდა 11 პირი.

 

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენლები მომხდარში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ.

 

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ალქესანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. სეპარატისტულმა ძალებმა კი მომხდარი ტერაქტად შეაფასეს.

 

ალექსანდრ ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში ააფეთქეს.

Advertisement