Logo

“ეს ყველასთვის უხილავი სამუშაოა” – ზელენსკიმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენები დააანონსა

უკრაინა
520
Frontnews image description

უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას ამზადებს. ეს ხელს შეუწყობს სამხედროებისთვის იარაღის რაოდენობის გაზრდას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენ ვაგრძელებთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მომზადებას, რომელსაც შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს მეტი ძალა მისცეს, ჩვენს ჯარისკაცებს კი მეტი იარაღი. თითქმის ყოველდღე – შესაბამისი კომუნიკაცია პარტნიორებთან, შესაბამისი ამოცანები ჩვენი დიპლომატიის. შეხვედრები, საუბრები, თათბირები. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია ასეთ მოსამზადებელ სამუშაოებში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ზოგადად უხილავი სამუშაო, რომელიც მოითხოვს ფრთხილად მომზადებას.

 

“შედეგი ეფუძნება მომზადებას. მადლობა თითოეულს, ვინც ამზადებს შედეგებს უკრაინისთვის! ოფისს, მთავრობას, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს – მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement