“ეს შეიძლება 5-8 წელიწადში მოხდეს” – პისტორიუსი ევროპასა და ნატოს მოუწოდებს, “ყველაზე უარესი სცენარისთვის” მოემზადონ


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რუსეთთან ომის შესაძლებლობაზე საუბრისას, ევროპასა და ნატოს მოუწოდა, მოემზადონ “ყველაზე უარესი სცენარისთვის”.
პისტორიუსის თქმით, მან დანამდვილებით არ იცის, დაესხმება თუ არა რუსეთი ევროკავშირს, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, მოსკოვს ათ წელზე ნაკლები დასჭირდება ამისთვის.
“ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა ნატოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს”, – აღნიშნა მან.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ალიანსს სჭირდება ტრანსფორმაცია და დასავლეთი უნდა მოემზადოს იმ ეპოქისთვის, რომელშიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ყველაფერი, მათ შორის ომის დაწყება.
თაგები:
ბორის პისტორიუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს