Logo

“ეს ტერიტორია, რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს, ასეთი სახით, არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში”

საზოგადოება
29.01.2021 / 22:40
1152
Frontnews image description

არ მომხდარა არავითარი ტერიტორიის დათმობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია, რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს ასეთი სახით, არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში, – ამის შესახებ ივერი მელაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"პროკურატურის მთავარი ბრალდება რაც არის 34.8 კვ.კმ თითქოსდა, საქართველოს მიკუთვნებული, ასე უწერიათ დასკვნაში, ტერიტორიის დათმობა მეორე ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის ოფიციალური ბრალდება, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ყბადაღებული 200 ათასიანი მასშტაბის რუკიდან, რომელიც თითქოსდა აღმოაჩინეს, რასაც მე ვაცხადებ, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, რამეთუ არ მომხდარა არავითარი ტერიტორიის დათმობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს ასეთი სახით, არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში", – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძეიბა კონკრეტული პირების დასახელებას არ მოითხოვდა, იყო კითხვა, ვინმეს მიერ მიღებულ დავალებას ხომ არ ვასრულებდი.

"როგორც ასეთი, კონკრეტული პირების დასახელებას არ მოითხოვდა, ზოგადად, იყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, ვინმეს მიერ მიღებული დავალებას ხომ არ ასრულებდი და ა.შ. კონკრეტულ პირებზე საუბარი არ იყო. რამეთუ, ჩემს მიერ განმარტებული იყო იმთავითვე, რომ არავითარი, საერთოდ ტერიტორიის გადაცემასთან, ან მსგავსი, ან დათმობა, ან რაიმე მსგავსი რაღაც, არ ყოფილა.

ეს სხვაობა, რაც დაინახა მავანმა, ვთქვათ, ერთი საზღვრის ხაზი რომ აიღო ერთი რუკიდან, ამოჭრეს პრაქტიკულად საზღვრის ხაზი და მეორე რუკას დაადეს და ეს სხვაობა დაინახეს და დაიწყეს მსჯელობა, რომ ვითომდა, აქ არის საქართველოს ტერიტორიის დათმობა. თვითონ მიდგომა, ახსნილი იყო ჩემს მიერ, რომ ეს მიდგომა არის დილეტანტური, არ ემყარება არავითარ დასაბუთებას, არ არსებობს ამისი არც დასაბუთება და თვითონ ერთი, ამ შეუსაბამო რუკიდან ამოჭრილი საზღვრის ხაზის სხვა რუკაზე დადება და სხვაობის დანახვა და ამ სხვაობის აღქმა, ისე როგორც ვითომ ვიღაცას რაღაც ტერიტორია დაუკარგავს, ეს მიდგომა არის თვითონ დილეტანტური, გაუაზრებელი, დაუსაბუთებელი აზროვნების ნაყოფი“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

თაგები:

Advertisement