Logo

“ეს უკავშირდება პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას და ხელების გადაგრეხის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს”

საზოგადოება
583
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატა დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს, იმ ოპონენტების წინაღმდეგ, რომლებიც განსკუთრებულ საფრთხეს უქმნიან მათ რეჟიმს. 

"მსგავსი აბსურდული განცხადება იშვიათად მომისმენია ამ პროკურატურისგანაც კი. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან: პირველი, ეს არის ის, რომ პოლიტიკური დევნა პოლიტიკური პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და, ასევე, ყველა იმ ადამიანის მისამართით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ესენი ფიქრობენ, რომ თუ პოლიტიკური დევნა განხორციელდება, მაშინ ამ ადამიანების შეჩერება რამენაირად შეიძლება. ჩემი გადმოსახედიდან, ეს უკავშირდება პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას და ხელების გადაგრეხის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს, რომ ოპოზიცია დააშინონ", – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას გირაოს თანხის – 40 000 ლარის გადასახდელად, დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
 

თაგები:

Advertisement