“ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა”

ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება წყაროს გამხელა მოითხოვოს.
მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს მხილებული ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, მუქარა, არამედ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკისა და მათი პროგრესული საიდუმლოების წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიურ ვითარებებში კი არა, მიმსგავსებულ ვითარებებში სამთავრობო პროპაგანდა უბინძურეს მასალებს ავრცელებდა, მართლაც ფაბრიკაციებს, რაც შემდგომში გაირკვა ან ისეთ მასალებს, რომლებიც საჯარო ინტერესს საერთოდ არ წარმოადგენდა, დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს მხილებული ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, მუქარა, არამედ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკისა და მათი პროგრესული საიდუმლოების წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე.
არც ერთ სხვა ვითარებაში არაფერი მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით, რომელიც მოწოდებულია მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად. ძველი ფილმი იყო ერთი, „პრინცის ოჯახის ღირსება“, ორგანიზებული დანაშაულებრივი, მაფიოზური ოჯახის ღირსებას ეხებოდა და მთელი ჩვენი სახელმწიფო მანქანა არის მოწოდებული მხოლოდ ამ „ღირსების“ და ივანიშვილის ღირსების, სახელმწიფო თანამდებობების დასაცავად.
ამას გარდა, მინდა, უბრალოდ გაგაცნოთ, კანონმდებლობის როგორი დარღვევით არის გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია ერთი მთავარი მუხლი, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება, დაეკისროს კონფიციდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია, რაიმე იყოს ნათქვამი. აბსოლუტური პრივილეგია ამავე კანონში განმარტებულია, როგორც სრული დაცვა ანუ გამონაკლისების გარეშე, რაც აქვს მედიას. ამას გარდა, ეს კანონი შემდეგ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც ვკითხულობთ 41-ე მუხლს, საქმისთვის მნიშვნელოვანი მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტების გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების პირდაპირ უგულებლყოფითა და მათი დარღვევით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, მომავლისთვის და არა მარტო მედიისთვის, როგორ საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


