Euromoney-იმ გალტ & თაგარტი 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ლიდერმა საინვესტიციო ბანკმა – გალტ & თაგარტმა – კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ მას ქვეყანაში 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო გადასცა.
აღნიშნული ტიტული გალტ & თაგარტმა Euromoney’s Awards for Excellence-ის დაჯილდოების ფარგლებში მიიღო. იგი გლობალური საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად ითვლება.
გალტ & თაგარტისთვის აღნიშნული ჯილდოს მინიჭება დაეფუძნა საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებულ შეფასებებს, სადაც განხილული იყო ბანკის ბაზრის წილი, განხორციელებული გარიგებების მასშტაბი და სიხშირე, ინოვაციური პროდუქტები, მომხმარებლებზე მორგებული სერვისები და რეპუტაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.
„ეს ჯილდო ძლიერი გუნდის, მომხმარებელთა ნდობისა და იმ მუდმივი განვითარების შედეგია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვიცადეთ. განსაკუთრებით ვამაყობთ იმ პროექტებით, რომლებიც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას ემსახურება, მათ შორისაა პროგრამა CMS, რომელსაც ამჯერად, საქართველოს შემდეგ, სომხეთში ვახორციელებთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვან ინოვაციებს ვნერგავთ საცალო მიმართულებით – მაგალითად, GT Trader-ის განახლებული პლატფორმა მომხმარებლებს უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე უხსნის წვდომას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ბაზრის მონაწილეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაშიც ვეხმარებით – ამისთვის მუდმივად ვაძლიერებთ კვლევით მიმართულებას, რათა ბიზნესსა თუ ფართო საზოგადოებას მაღალი ხარისხის სექტორული ანგარიშები გავუზიაროთ. რაც მთავარია, მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, რადგან აღნიშნული ჯილდო მათი ძალისხმევის შედეგია“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
ინფორმაციისთვის, უკვე 30 წელზე მეტია, რაც Euromoney გამოარჩევს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებმაც გამორჩეულობითა და ინოვაციური მიდგომებით ფინანსურ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება შეძლეს. დღეს ჯილდო “Euromoney’s Awards for Excellence” სექტორისთვის გლობალურად აღიარებულ სტანდარტსა და საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს.
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს