ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს


ავტორი
Front News საქართველო
ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა ახლა დატოვებს უკრაინას.
“კრამატორსკა და სიევეროდონეცკში დისლოცირებული მისიის წევრების გადაადგილება გრძელდება, მაშინ, როცა მარიუპოლში მყოფთა გადაადგილება უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ შეჩერებულია. კიევიდან ეროვნული მისიის წევრთა კიდევ ერთმა კოლონამ დაიწყო გამოსვლა“, – აღნიშნულია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა