ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ევროკომისიის გადაწყვეტილებას დღეს ევროკავშირის საბჭოზე მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის თქმით, “ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე”.
“მივესალმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში სომხეთისთვის დახმარების გაწევისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება.
თაგები:
სომხეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს