Logo

ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტი პუტინის და ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს

მსოფლიო
1423
Frontnews image description

ევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

 

სააგენტოს წყაროს ცნობით, ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, ბევრად მეტ რუს ოლიგარქს დაუწესდეს.

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს საღამოს შეხვდებიან, რათა განიხილონ სანქციების მეორე პაკეტი, რომელიც ევროკავშირის სამიტზე გვიან ღამით შეათანხმეს.

Advertisement