ევროკავშირის წარმომადგენლობა - 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო

ავტორი
Front News საქართველო
1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე განცხადებით, ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.
"1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა. ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მოდერნიზებით დაწყებული, ადგილობრივი თემების, მეწარმეებისა და ახალგაზრდა ნოვატორების გაძლიერებით დასრულებული.
უკვე 30 წელზე მეტია, ევროკავშირი ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა TRACECA, EU4Business, ENPARD თუ EU4Youth, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


