ევროკავშირმა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირმა შესაძლოა, ბალკანეთის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს. ამის შესახებ გამოცემა euobserver ევროკავშირის შიდა დოკუმენტის საფუძველზე წერს.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები და არალეგალების რიცხვის ზრდა სახელდება.
როგორც euobserver აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ წამოაყენა.
მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ 90 დღის განმავლობაში მოგზაურობის უფლება 2009 წლის დეკემბრიდან აქვთ.
ალბანეთს და ბოსნია-ჰერცოგოვინას უვიზოდ მოგზაურობის უფლება 2010 წლიდან მიეცათ, მოლდოვას – 2014 წლიდან, საქართველოს და უკრაინას კი – 2017-დან.
ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის განხილვას ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს.
თაგები:
ევროკავშირი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს