Logo

ევროკავშირში საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს

საზოგადოება
395
Frontnews image description

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სხდომას ბლოკის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, რომლებსაც საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ​გააცნო.

მან აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებამ წარმატებას ვერ მიაღწია. საგარეო საქმეთა მინისტრების უმეტესობა დათანხმდა, რომ დანიელსონის მისია უნდა გაგრძელდეს.

ამ ეტაპზე უცნობია როდის დაბრუნდება შვედი დიპლომატი საქართველოში.

თაგები:

Advertisement