ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – პუტინის დაკავების ორდერი რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს

ავტორი
Front News საქართველო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მონაწილე ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და მისი ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას ქმედებებთან დაკავშირებით, უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის ორგანიზებაში, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
“უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციის ან იძულებით გაყვანის ქმედებების უმეტესობა ჩადენილი იყო რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის აქტის კონტექსტში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. დაკავების ორდერის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია გადასცეს მოთხოვნა დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ რომელიმე სახელმწიფოს ან ტერიტორიის, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ ეს პირები და მოითხოვოს თანამშრომლობა ამ ქვეყნებისგან ეჭვმიტანილთა დაკავებასა და ექსტრადირებაში“, – განაცხადა ვერა იუროვამ.
მან აღნიშნა, რომ ICC-ის წევრ ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება შეასრულოს ასეთი დაკავების მოთხოვნები.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უკვე აღიარა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის მოქმედება და მიესალმება ყოველგვარ შემდგომ ნაბიჯს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო დანაშაულებისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირების დაპატიმრება.
თაგები:
ევროკომისია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


