ევროპარლამენტის პრეზიდენტი – მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.
მეცოლას თქმით, ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, არ შეიძლება, საკმარისად ჩაითვალოს, ვიდრე ომი მიმდინარეობს.
“საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ყოველდღიურად წვავენ რუსულ ტანკებს, ჩვენ კი რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არც ერთი წევრი სახელმწიფო არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე“,- განაცხადა მეცოლამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს