ევროპის მოედანზე აქცია მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაიკეტა.
ევროპის მარშის მონაწილეები თავდაპირველად მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ და ევროპის მოედანზე მსავლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს.
თაგები:
აქცია




